მარინა ეზუგბაია - ამ 6 ახალ შემთხვევაზე ნუ ვილაპარაკებთ როგორც რაღაც განსაკუთრებულად მომატებულზე - ყოველ დღე ერთი ვერ იქნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევის გამოვლენა საგანგაშო არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე დიდი ხანია, რაც ერთდროულად 10-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„რას ნიშნავს მოიმატა? იცით თქვენ, რომ ერთნიშნა ციფრებია და ასეთი ერთნიშნა ციფრები თუ გაგრძელდება, მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის ცუდი, პირიქით, ეს არის კარგი. ყოველ დღე ერთი ვერ იქნება. 10-ზე მეტი დადასტურებული პაციენტი ჩვენ რამდენი ხანია არ გვყოლია, ეს არ არის ცუდი, ეს არის კარგი, ეს არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, თუ ამას შევინარჩუნებთ ჩვენ მთელი პერიოდის განმავლობაში, ეს არ იქნება ცუდი და არ იქნება მდგომარეობის გაუარესების საწინდარი, ამიტომ, ამ 6 ახალ შემთხვევაზე ნუ ვილაპარაკებთ როგორც რაღაც განსაკუთრებულად მომატებულზე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს