გიორგი გახარიამ ქეთევან ციხელაშვილს მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ციხელაშვილს ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა უკავშირდება და მას წვლილი მიუძღვის იმ ნაბიჯებში, რომ „საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის შევქმნათ ნორმალური პირობები და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები“.

„მინდა ქეთევან ციხელაშვილს გადავუხადო მადლობა გაწეული შრომისთვის კაბინეტში. თითქმის 4 წელია ის მოღვაწეობს საქართველოს მთავრობაში. მას უკავშირდება ბევრი ძალზე მნიშვნელოვანი ინიციტივა, მათ შორის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც არის სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი, მცდელობა იმისათვის, რომ ჩვენი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის შევქმნათ ნორმალური პირობები და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები როგორც ეკონომიკის, ბიზნესის, ისე სოციალური და კულტურული მიმართულებით. ამაში ქალბატონ ქეთევანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ის გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე და დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმავოს და მაღალ დონეზე აიყვანოს ევროპის მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური მიღწევები“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება იმას, ვინ შეცვლის ქეთევან ციხელაშვილს მინისტრის პოსტზე, პრემიერმა განაცხადა, რომ ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა