ვატო შაქარიშვილი - კალაძის გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო თანხებით უნდა განხორციელდეს კერძო კომპანიისათვის მიკროავტობუსების შესყიდვა - ეს კორუფციაა

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვატო შაქარიშვილი მერიის მიერ მიკროავტობუსების შეძენას კორუფციულ გარიგებად აფასებს და განცხადებას ავრცელებს. როგორც შაქარიშვილი აცხადებს, იმ ფონზე რომ პანდემიური ვითარების გამო მერიას უამრავი პროექტის შეჩერება მოუწევს, კალაძის გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო თანხებით უნდა განხორციელდეს კერძო კომპანიისათვის მიკროავტობუსების შესყიდვა. მისი შეფასებით, კერძო კომპანიისთვის მიკროავტუბუსების ბიუჯეტის ფულით შესყიდვა კორუფციაა.

„პანდემიის ფონზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში უდიდეს დანაკლისს განიცდის, მერიის პროგნოზით, დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე. ეს ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, მერიას მოუწევს უამრავი პროექტის შეჩერება ან გადადება, რომელიც თბილისში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას უნდა მომსახურებოდა. ამ ფონზე კი კალაძის გადაწყვეტილებით საბიუჯეტო თანხებით უნდა განხორციელდეს კერძო კომპანიისათვის მიკროავტობუსების შესყიდვა. რომ განვმარტოთ - თბილისის მცხოვრებლების ფულით სურს კალაძეს, რომ გააუმჯობესოს მისი ბიზნესპარტნიორის ფინანსური მდგომარეობა და გააკეთოს ის, რაც ამ კომპანიის ვალდებულებაა! წარმოადგინონ რომელიმე დასავლური ქვეყნის დედაქალაქის თუ ქალაქის მაგალითი, სადაც არსებობს მსგავსი პრაქტიკა, ბიუჯეტის თანხებით კერძო კომპანიისთვის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა. ეს გადაწყვეტილება არც ერთი რაციონალური მიზნით არ იხსნება, იმისათვის, რომ არ გაზრდილიყო მგზავრთა გადაყვანის ფასი, მუნიციპალიტეტს შეეძლო სხვა ბერკეტების ამუშავება, მინიმუმ იმ ადამიანებისთვის, ვინც სოციალურად დაუცველია და ამის პრაქტიკა გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში. კერძო კომპანიისთვის მიკროავტობუსების ბიუჯეტის ფულით შესყიდვა არც კაპიტალური დანახარჯია და არც სოციალური, ეს არის კორუფცია!“ - ნათქვამია ვატო შაქარიშვილის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო