სალომე სამადაშვილი - დიახ, სააკაშვილის აზრი ანგარიშგასაწევია და არამხოლოდ "ნაცმოძრაობისთვის", არამედ ალბათ, მილიონობით ადამიანისთვის რეგიონში

დიახ, მიხეილ სააკაშვილის აზრი არის ანგარიშგასაწევი და არამოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", არამედ ასობოთ ათასი ადამიანისთვის და ალბათ, მილიონობით ადამიანისთვის მთელ რეგიონში, მისი კოლექტიური მასშტაბებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ " ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხდა. სამადაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის რეგიონალური მასშტაბის ლიდერი ჩვენს რეგიონში.

"ამიტომ, მისი აზრი არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ პოლიტიკოსებისათვის და ადამიანებისთვის საქართველოში, არამედ არაერთ სხვა ქვეყანაში, რეგიონში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დიახ, მისი აზრი არის ანგარიშგასაწევი და არამოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", არამედ უამრავი ასობოთ ათასი ადამიანისთვის და ალბათ მილიონობით ადამიანისთვის მთელ რეგიონში მისი კოლექტიური მასშტაბებიდან გამომდინარე. ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას სხვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მე შემიძლია დღეს, შეფასება გავაკეთო პოლიტიკურ პროცესზე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში და ძალიან დიდი განსხვავებაა აზრის გამოთქმასა და უშუალოდ, საარჩევნო აქტივობებში მონაწილეობას შორის",- განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, სააკაშვილის განცხადება დარჩება თუ არა მხოლოდ აზრის გამოთქმის დონეზე და არ ჩაერევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, სამადაშვილი პასუხობს, რომ კანონი ადგენს ყველა შესაბამის ჩარჩოს. "თუმცა,ძალიან სამწუხარო ალბათ, ის არის, რომ კანონს ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, არღვევს ის, ვისაც ევალება. ეს არის ივანიშვილოს ხელისუფლება და სახელმწიფო",- განაცხადა სამადაშვილმა.

"არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა