გიორგი ვაშაძე - ჩვენ მოვისმინეთ ამერიკელი პარტნიორების მკაცრი და მნიშვნელოვანი განცხადება, რითაც „ოცნების“ და ივანიშვილის სრული ლუსტრაცია მოხდა

ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების კიდევ ერთი, ძალიან მკაცრი და მნიშვნელოვანი განცხადება, რითიც სრული ლუსტრაცია მოხდა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის, - ასე შეაფასა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებული სტრატეგია, რომელსაც 13 ამერიკელი "რესპუბლიკელი" კონგრესმენი აწერს ხელს. ვაშაძის თქმით, ფაქტებით დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ევროპულ ინტეგრაციაზე უარს ამბობს და რუსეთისკენ მიემართება.

„ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების კიდევ ერთი, ძალიან მკაცრი და მნიშვნელოვანი განცხადება, რითიც სრული ლუსტრაცია მოხდა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის. საქართველოს დღეს მართავს რუსული ჰიბრიდული ომის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნდა, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური არჩევანი შეიცვალოს და რუსეთისკენ წავიდეს. ეს განცხადება პირველ რიგში ეკუთვნის მთელ დასავლურ სამყაროს, რომ მათ საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, ეს განცხადება ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ფაქტებით დადასტურებულია, რომ საქართველო უარს ამბობს, როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ პირობებში დასავლეთში ინტეგრაციაზე და მიემართება რუსეთისკენ. ამიტომ 31 ოქტომბრის არჩევნები, ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, რომელიც ჩვენ წინ გველოდება, ეს არის რეფერენდუმი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ „საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო