გიგა ბოკერია ამერიკელი კონგრესმენების მოხსენებაზე - ამ ტიპის მიახლოებული შეფასებები იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ

ქართული საზოგადოებაც ხედავს, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავისი ნაბიჯებით აძლიერებს პუტინის პოზიციებს საქართველოში და ამას მკაფიოდ ხედავენ საქართველოს მეგობრებიც,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 13 ამერიკელი კონგრესმენის ხელმოწერილი დოკუმენტს, სადაც წერია, რომ „ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.

ბოკერიას განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი არის გზავნილი ივანიშვილისთვის. „საქართველოს მეგობრები და პარტნიორები, ვისაც პრაგმატული და პრინციპული ინტერესი აქვს, რომ საქართველო ძლიერი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა იყოს და პუტინის რუსეთმა ვერ გაიტანოს თავისი ამ რეგიონშიც, არიან შეშფოთებულები. ქართული საზოგადოებაც ხედავს, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავისი ნაბიჯებით აძლიერებს პუტინის პოზიციებს საქართველოში და აქედან გამომდინარე, ამ დიდ ბრძოლაში თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოებს შორის, ქართულმა საზოაგადოებამ ეს დიდი ხანია იცის, ოღონდ ახლა ამას მკაფიოდ ხედავენ მეგობრებიც და, ბუნებრივია, ის, რომ ასეთ გზავნილს აკეთებენ, ასეთი ტერმინების გამოყენებით, უნდა იყოს სერიოზული სიგნალი თვითონ ივანიშვილისთვის. ჩვენი ინტერესია, რომ ის დროზე მოვიდეს გონს, აღარ გააგრძელოს დესტაბილიზაციის მცდელობები საქართველოს შიგნით. შეეგუოს მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნების შედეგებს, რაც დასრულდება ხელისუფლებიდან მისი ჩამოცილებით. ეს არის საქართველოს ინტერესები და ამაში საქართველოს ეხმარებიან მეგობრები“,- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, ყოფილა თუ არა მსგავსი შეფასებები საქართველოს მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რომელიმე ხელისუფლების დროს, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ამ ტიპის მიახლოებული შეფასებები იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ, მოკლე მონაკვეთში“,- განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს