ნათია თურნავა - თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება ევროკავშირის მხრიდან მესამე ქვეყნების მიმართ მოთხოვნა - როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ

როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა და ამოქმედება, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ მოსახლეობის ჯანმრთელობას,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო ტურისტების მიღების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, რთულია თქმა, თუ რომელი ქვეყნებიდან მოხდება ტურისტების მიღება.

„ ვითარება ძალიან დინამიურია, ამიტომ არ შეიძლება საბოლოოდ თქმა, თუ როგორი იქნება პირველი ტურისტული გეოგრაფია. რაც მთავარია, ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება ძალიან კარგად გვაქვს შესრულებული, ანუ აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ქვეყნებზე , სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგად იყო მართული. ახლა ველოდებით რამოდენიმე რამეს, მთავარი არის, რომ თვითონ ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს,როგორ რეჟიმში იქნებიან, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით არის ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთიან მიდგომებს შეიმუშავებენ არაევროპული სახელმწიფოებს მიმართ, ვისთანაც ხსნიან საზღვრებს, ალბათ ამ თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა მესამე ქვეყნების მიმართ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილიზდება ევროკავშირში. უნდა დავაკვირდეთ. რაც მთავარია, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა და ამოქმედება, ჩვენი გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით