ნათია თურნავა მოსახლეობასა და ბიზნესს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მოსახლეობასა და ბიზნესს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით“ არ უნდა მოხდეს ეპიდემიოლოგიური მდგომაროების გაუარესება.

„ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ უნდა დავიცვათ სიფრთხილე. იცით, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა ახალი ინფიცირების, სადაც არ იძებნება ჯერჯერობით, წყარო. ეს არის მაინც სიფრთხილისკენ მიმართული მესიჯი. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რა მონაპოვარიც არის ეტაპორივი გახსნა ჩვენი ეკონომიკის. იცით, რომ ვემზადებით 15 რიცხვიდან შიდა ტურიზმის გასახსნელად, ვემზადებით, რომ სრული მასშტაბით ამოქმედდეს ყველა ბიზნესი, ყველა საწარმო და განსაკუთრებით მინდა, რომ მოსალეობას, ბიზნესებს, ყველას მოვუწოდო სიფრთხილისკენ, რადგან ეს არის ძალიან მოსაფრთხილებელი რამ. დღეს ჩვენ გვაქვს მართვადი ეპიდემიოლოგიური ვითარება, თუმცა ჩვენი დაუდევრობით, მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით არ შეიძლება, რომ მოხდეს გართულება. აქედან გამომდინარე, კვლავ ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ ყველა წესი, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია თუ სავალდებულო წესი, რაც არის კანონით და ჩვენი მედიკოსების მიერ მოწოდებული, ეს არის გზა იმისა, რომ ჩვენ შემდგომშიც გეგმაზომიერად, თანდათან ვისწავლით მუშაობას, ცხოვრებას, საქმიანობას, მიუხედავად კოვიდინფექციისა, მიუხედავად პანდემიისა“, - განაცხადა თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს