გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება

„ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება. „ევროპული საქართველოს“ საქმეებში ვერ ჩაერევა, ძალიანაც რომ მოინდომოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

ბოკერიას თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს თავის პარტიაში აქვს ამბიცია, ეს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა.

„ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება და არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ მის პარტიაში სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას მათთვის სასარგებლოდ თუ თვლის, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის ეს საკითხი არ არსებობს და სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწვეტილებებში ვერ ჩაერევა. თუ მის პარტიაში აქვს ამბიცია, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა. „ევროპული საქართველოს“ საქმეებში ვერ ჩაერევა, ძალიანაც რომ მოინდომოს“,- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, ხომ არ დააზიანებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე პროცესებს, ბოკერია ამბობს, რომ „ვერავინ დააზიანებს, თუ მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა არ გადაწყვეტს, რომ დააზიანოს“.

„ვინც ამას გადაწყვეტს, ის გადაიხდის ძალიან დიდ ფასს საზოგადოების თვალში. იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ ივანიშვილის მშვიდობიანი დამარცხება არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა. მე იმედი მაქვს, ეს არ მოხდება“,- განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა