საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკულ კომპანიასთან IBM ონლაინ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, განხორციელდა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებიდან 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-დან აცნობეს.

„აღსანიშნავია, რომ ონლაინ კონფერენცია გაიმართა კომპანიასთან Plant Location International, რომელიც 2003 წელს ამერიკულმა გიგანტმა კომპანიამ IBM შეიძინა. Plant Location International უკვე 60 წელზე მეტია კონსულტაციას უწევს ინვესტორებს ახალი ლოკაციების არჩევის საკითხში. საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს, რომლებიც ამზადებენ ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პროფილებს და პოტენციურ ინვესტორებს დახმარებას უწევენ მომავალი საინვესტიციო ადგილების შერჩევაში. კონფერენციაზე მიხეილ ხიდურელმა PLI-ს მენეჯმენტს საქართველოს საინვესტიციო ბიზნესგარემო გააცნო. კერძოდ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან და 2.3 მილიარდიან ბაზარზე წვდომიდან გამომდინარე, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა დააინტერესოს ისეთ კომპანიები, რომლებიც პროდუქციის რეალიზაციას იმ ქვეყნების ბაზრებზე ახდენენ, სადაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. PLI-ს მხრიდან ყველაზე დიდი დაინტერესება ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის პოტენციალმა დაიმსახურა, სადაც უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტორი ოპერირებს ბაზარზე. გარდა აუთსორსინგისა, საუბარი შეეხო წარმოებისა სექტორსაც,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო