გია ვოლსკი - სააკაშვილი ბრძოლის წინა ხაზზეა უკვე დიდი ხანია, მან 2004 წლიდან კარგი დასაწყისით, საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია

სააკაშვილმა 2004 წლიდან კარგი დასაწყისით, საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის წინა ხაზზეა უკვე დიდი ხანია. მან 2004 წლიდან კარგი დასაწყისით, საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსეთზეა გადაცემული, უამრავი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირია დახოცილი, მან უამრავი ჩვენი სამხედრო ბრძოლის ველზე დატოვა და აგრესორს შეატოვა. ეს არის მიშა სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნის კონკრეტული შედეგები,“ - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ის საქართველოს განადგურების მშვიდად ყურებას არ აპირებს. მისივე თქმით, ის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. „არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო