ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის განცხადება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, თუმცა, მიჩვეული ვართ, რომ ის ბევრად უფრო მძიმე კანონდარღვევებს სჩადის

მხოლოდ იმ კუთხით არ ირღვევა კანონი, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, არამედ ის არის საჯარო მოსამსახურე უკრაინაში. შესაბამისად, აქ ორმაგი კანონდარღვევაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. მისი თქმით, ეს საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა. თუმცა, მიჩვეული ვართ, რომ ის ბევრად უფრო მძიმე კანონდარღვევებს სჩადის. მას თავის ბიოგრაფიაში ბევრად მძიმე კანონდარღვევები აქვს. კიდევ ერთი ფაქტია მხედველობაში მისაღები. მხოლოდ იმ კუთხით არ ირღვევა კანონი, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, არამედ ის არის საჯარო მოსამსახურე უკრაინაში. შესაბამისად, აქ ორმაგი კანონდარღვევაა და ბუნებრივია, როგორც უცხოელი, ასევე შიდა დამკვირვებლები უნდა დაინტერესდნენ, მისი განცხადებით და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ. იმედი მაქვს, ასეთი რეაგირება მალე იქნება,”- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ის საქართველოს განადგურების მშვიდად ყურებას არ აპირებს. მისივე თქმით, ის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

„არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა