ირაკლი კობახიძე - მე ადეკვატური და პირდაპირი ვარ, ზუსტად ვაფასებ იმ რეალობას, რაც ქართულ პოლიტიკასა და ოპოზიციაშია

მე ადეკვატური და პირდაპირი ვარ, ზუსტად ვაფასებ იმ რეალობას, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ იყო სიძულვილის ენა მისი გუშინდელი განცხადება, სადაც მან ოპოზიცია ძროხას შეადარა. მისივე თქმით, ოპოზიცია ოქტომბერში მძიმე მარცხისთვის არის განწირული, რაც მათ სასოწარკვეთას იწვევს.

„ოპოზიციას არც სამეცნიერო ხარისხი არ აქვს და განცხადებებიც აბსოლუტურად არაადეკვატური აქვს. ამიტომ გავაკეთე გუშინ ის განცხადება. ოპოზიცია მთლიანად დაკარგულია, სასოწარკვეთილია და სწორედ ამით არის განპირობებული მათი ყველა მცდარი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ისინი ოქტომბერში ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირული და ბუნებრივია, ესეც იწვევს მათ სასოწარკვეთას. მე ადეკვატური და პირდაპირი ვარ, ზუსტად ვაფასებ იმ რეალობას, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ოპოზიციაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას ჰგავს, თავად კი მზად არის ოპოზიციისთვის წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება განაგრძოს. მანამდე კი დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში ყოფნის შესაძლებლობა ირაკლი კობახიძისთვის ისეა, „ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს