ირაკლი ბერაია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ჩანაწერს უწოდებს ამერიკელი კონგრესმენების იმ განცხადებას, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედ არის მოხსენიებული

„ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აბსოლუტურად მცდარ და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ჩანაწერს უწოდებს ამერიკელი კონგრესმენების იმ განცხადებას, რომლის თანახმად „ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".

ბერაიას შეფასებით, ეს ჩანაწერი მთლიანად მოდის წინააღმდეგობაში ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციასთან.

„ყველამ კარგად ვიცით ამ დოკუმენტის შესახებ. დოკუმენტი გაჯერებულია საქართველოს შესახებ პოზიტიური და მხარდამჭერი ჩანაწერებით. საქართველო მოხსენიებული არის, როგორც აშშ-ს დემოკრატიული მოკავშირე, საუბარია მის მხარდაჭერაზე და მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. რაც შეეხება ერთ, აბსოლუტურად მცდარ და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ჩანაწერს, აქ, თავისთავად არავინ არის დაზღვეული შეცდომებისგან და შესაბამისად, ეს მცდარი ჩანაწერი, თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის ამ დოკუმენტში მითითებულ სხვა ჩანაწერებზე ისევე, როგორც მთლიანად მოდის წინააღმდეგიბაში ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციასთან. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, თქვენ იცით, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველო იქცა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის, დასავლელი პარტნიორებისთვის და მთლიანად მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ყველაზე სანდო, საიმედო და პროგნოზირებად საერთაშორისო პარტნიორად ჩვენი ხელისუფლების პირობებში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად. ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც, ამაში ეჭვი არავის ეპარება. შესაბამისად, თუ ვინმეს კითხვის ნიშნები აქვს ამასთან დაკავშირებით, ვურჩევ იხელმძღვანელოს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციით“, - განაცხადა ირაკლი ბერაიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს