სიეტლის მერი დონალდ ტრამპს - დაბრუნდი შენს ბუნკერში

სიეტლის მერი ჯენი დერკანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სიეტლში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„შეგვიქმენი უსაფრთხოება. დაბრუნდი შენს ბუნკერში“, - წერს მერი ჯენი დერკანი.

შეგახსენებთ, მანამდე პოსტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა აიღეს, რომლებსაც რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართავენ. „რადიკალ მემარცხენე გუბერნატორსა და სიეტლის მერს იმ დონეზე იგდებენ მასხრად და ათამაშებენ, რისი მსგავსიც ჯერ ჩვენს დიდებულ ქვეყანას არ უნახავს. დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი უკან და თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, მე ვიმოქმედებ. ეს თამაში არ არის. ამ მახინჯ ანარქისტებს დაუყოვნებლივ ქედი უნდა მოვახრევინოთ. სწრაფად იმოქმედეთ!“ - აღნიშნულია დონალდ ტრამპის პოსტში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს