ამირან გამყრელიძე - სერიოზული გამოცდილება მივიღეთ - ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მომზადებული შევხვდეთ

სერიოზული გამოცდილება მივიღეთ. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მომზადებული შევხვდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსის მეორე ტალღაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია გაძლიერებული მზადყოფნა ცივი სეზონისთვის.

„საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაზე მეორე, მესამე ტალღაზე სერიოზულად მიდის საუბარი. მოგეხსენებათ, ეს რესპირაციული ვირუსი გახლავთ და ნებისმიერი რესპირაციული ვირუსი აქტიურდება ცივი სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა, უფრო ძლიერი მზადყოფნის რეჟიმი, ვიდრე იანვარში გვქონდა, აუცილებელია. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, სერიოზული გამოცდილება მივიღეთ ამ 5 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მომზადებული შევხვდეთ. ადვილად გადავიტანთ ამ მეორე ტალღას და საკმაოდ სერიოზული გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის. გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი 4 თვე ამისთვის უნდა იქნას გამოყენებული. გადამზადება, მარაგების მუდმივი შევსება, ტესტირების გაფართოება, აუცილებელია, რომ მზადყოფნის რეჟიმში ვიყოთ,“-აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რეკომენდაციები დაიცვან.

„ადამიანები მოვეშვით და არ უნდა მოვეშვათ, არის ძალიან დიდი შეკრებები, აღნიშვნები დაბადების დღეების, ქორწილების. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დავიცვათ რეკომენდაციები.,“-განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა