ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზებსა და ოსებთან ამდენი კონტაქტი ბოლო წლებში არასდროს ყოფილა, თუმცა კრიტიკა ზოგჯერ პოლიტიკური დღის წესრიგითაა განპირობებული, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ სასურველია, შუბლს ჰქონდეს

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტები არსებობს და ასევე, არსებობს შერიგების სერიოზული რესურსი , - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, არასდროს ყოფილა ამდენი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტი, როგორიც დღეს.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი მთავრობის სხდომა მისთვის სახელმწიფო მინისტრის რანგში ბოლო იყო.

„დღეს ბოლო მთავრობის სხდომა მქონდა სახელმწიფო მინისტრის რანგში. მინდა დავიწყო მადლობით, პირველ რიგში ჩემი თანაგუნდელებისა და პრემიერ-მინისტრის მიმართ. მადლობა მინდა ვუთხრა მთელ სახელისუფლებო გუნდს ნდობისათვის, რომელიც გამომიცხადეს ახალ პოზიციაზე დანიშვნით, რომელსაც 15 ივნისს შევუდგები, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში და მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ძალიან მოკლედ მინდა შევაჯამო რვა წელი, რაც მე დავყავი სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ გადავდგით ბევრი ნაბიჯი და მიღწეულია კონკრეტული შედეგები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბოლო წლების განმავლობაში, არ ყოფილა ამდენი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტი ყველა დონეზე, როგორიცაა დღეს. იზრდებოდა მავთულხლართები, მაგრამ პარალელურად იზრდებოდა ეს კონტაქტები. ისინი ვინც გვაკრიტიკებენ, პირველი ის კატეგორიაა, ვისაც არ აქვს ინფორმაცია და ეს გასაგებია, მაგრამ არის კატეგორია, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ ეს კონტაქტები არის, მაგრამ კრიტიკა ზოგჯერ პოლიტიკური დღის წესრიგითაა განპირობებული, ზოგჯერ სხვა რამით. ახლა ამის დეტალურ შესწავლას ვერ დავიწყებ. როგორც ამბობენ, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ სასურველია, შუბლს ჰქონდეს ძარღვი ამ შემთხვევაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტები არსებობს და ასევე, არსებობს შერიგების სერიოზული რესურსი. მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივაც დაუშვებელია პოლიტიკური სპეკულაციები და მისი ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში გამოყენება, რასაც სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებოდით ამ რვა წლის განმავლობაშიც. ჩემი თხოვნაცაა და ძალიან დიდი სურვილიც, რომ ასეთ სახელმწიფოებრივ საკითხებს მივუდგეთ ცოტა სხვაგვარად”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო