გია ვოლსკი - მე ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია, ეს არ არის სიძულვილის ენა

მე ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან ოპოზიცია ძროხას შეადარა.

ვოლსკის თქმით, ეს შეიძლება ირონიული განცხადებაა, თუმცა სიძულვილის ენა არ იგრძნობა.

ირაკლი კობახიძემ აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია. მე ვფიქრობ, რომ ხარი და წითელი ფარდაგი უფრო აგრესიული და ცუდი შედარებაა. ეს არ არის სიძულვილის ენა. შეიძლება რაღაც ირონიულია, შეიძლება ვინმემ დამამცირებლადაც მიიჩნიოს, მაგრამ აქ სიძულვილი ნამდვილად არ იგრძნობა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას ჰგავს, თავად კი მზად არის ოპოზიციისთვის წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება განაგრძოს. მანამდე კი დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში ყოფნის შესაძლებლობა ირაკლი კობახიძისთვის „ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა