ალექსიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები 3 900 კვ. მ ფართობზე განხორციელდება. მათი ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება. აგრეთვე, მოეწყობა ტრენაჟორები, საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება - დაირგვება სხვადასხვა სახის ხე- მცენარეები, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესება ბალახი და სარწყავი სისტემა დამონტაჟდება. სამუშაოებს, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 306 793 ლარით, კომპანია „გრინსერვის +“ ახორციელებს. ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია კიდევ ექვს მისამართზე მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა