რომან გოცირიძე - მორიგი სისულელე თქვეს, თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ" კონგრესმენებს განცხადებაში რაღაც სიტყვა ჩააწერინა - ჩვენი პარტია ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ

მორიგი სისულელე თქვეს, თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ" კონგრესმენებს განცხადებაში რაღაც ერთი სიტყვა ჩააწერინა. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, „ქართული ოცნება" იტყვის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის" ბრალია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს, რომელთა თქმითაც, კონგრესმენების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილზე შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა ჩაწერეს.

გოცირიძის თქმით, მმართველ გუნდს ჰგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველგან აქვს კავშირები: კონგრესში, სენატში, აშშ-ის მთავრობაში, ევროკავშირში.

„მორიგი სისულელე თქვეს, თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ" კონგრესმენებს განცხადებაში რაღაც ერთი სიტყვა ჩააწერინა. „ნაციონალური მოძრაობა" ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ. „ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია შეცვლის „ქართულ ოცნებას" და ოქტომბერში იქნება ახალი კოალიციური ხელისუფლება. ეშინიათ და ზუსტად ამიტომ არის. ამერიკელი კონგერსმენების განცხადება ნიშნავს, რომ მორჩა საქართველოში რუსეთის ხელისუფლება და მას არჩევნებზე ზემოქმედების ეფექტი ექნება. საფრანგეთში თუკი რაიმე ხდებოდა, ასეთი გამოთქმა იყო - ეს ვოლტერის ბრალია, ეს კი რუსოსი. ტალახში რომ ჩავარდეს ვინმე, ეს ან ვოლტერის ბრალია, ან რუსოსი. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, „ქართული ოცნება" იტყვის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის" ბრალია, რადგან მათ ყველგან აქვთ კავშირები: კონგრესში, სენატში, ევროკავშირში, ამერიკის მთავრობაში. თურმე, ჩვენ ვართ ძლევამოსული პარტია და გეშინოდეთ, სწორია! ეს განცახდება გაკეთებულია რუსული ოლოგარქიული ხელისუფლების გათავისუფლებისთვის,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს