პაატა იმნაძე - კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით, იქნება და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უფრო მოვაახლოებთ

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით იქნება და თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, ეს ამ მეორე ტალღას უფრო მოაახლოებს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობენ, აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის და ეს პირველ რიგში, ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა.

„კორანავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ეს არ არის მარტო ჩვენი აზრი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის. ეს, პირველ რიგში, ძველი გამოცდილებაა, კონკრეტულად ეს არის 1918 წლის პანდემიის გამოცდილება, ასევე 2009 წლის პანდემიის გამოცდილება. ორივე ამ პანდემიას მეორე ტალღა ჰქონდა, რომელიც ზამთრის მეორე სეზონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, 1918 წელს უფრო ძლიერიც კი - ვიდრე პირველი ტალღა. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უფრო მოვაახლოებთ.

რაც შეეხება შეზღუდვებს, ისინი ნაადრევად არ მოხსნილა, ყველაფერი თავის დროზე მოხდა. მთავარი იქნება თითოეული ჩვენგანი და ასევე ბიზნესი როგორ მოიქცევა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით, იქნება და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უფრო მოვაახლოვებთ - პაატა იმნაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა