მიხეილ სააკაშვილი - ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, როგორის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში

ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, როგორის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში, სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს თავისი ყველა მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რაიმე არ მოეწონება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უწყებაში საქართველოში უკრაინის ელჩის დაბარებას გეგმავს.“

„სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში, ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი. მე არა ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის. მე ვარ ეროვნულ რეფორმათა საბჭოს აღმასკომის საბჭოს თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს,“ - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უწყებაში საქართველოში უკრაინისელჩის დაბარებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

„არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს