ინდოეთის ქალაქმა მუმბაიმ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით უხანს გადაუსწრო

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 50 000-ს გადააჭარბა, რაც ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობის თითქმის მეხუთედია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ამ მაჩვენებლით მუმბაიმ ქალაქ უხანს გადაუსწრო, რომელიც ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, მუმბაიში გადაჭედილია საავადმყოფოები, ექიმებს კი გაზრდილ მიმართვიანობასთან გამკლავება უჭირთ.

ცნობისათვის, ინდოეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 286 000-ს აჭარბებს, დაღუპულია 8 100 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო