ანრი ოხანაშვილი - მთავრობას მოვუწოდებ, დეპუტატებზე გამონაკლისი არ გავრცელდეს და თუ ვინმე დაარღვევს პირბადის ტარების წესს, დაჯარიმდეს - თუ ასეთი დაფიქსირდება, გამოვიძახოთ პატრული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის წესის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრებზე არავითარი გამონაკლისი არ დაუშვას და ისინიც დაჯარიმდნენ. როგორც მან პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში პატრული უნდა გამოიძახონ.

ანრი ოხანაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სპეკულაცია რომ არ იყოს, აბსოლუტურად ყველამ უნდა დაიცვას პირბადის სწორად მოხმარების წესი.

„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კოლეგებო, არავითარი გამონაკლისი პარლამენტის არც ერთ წევრზე არ გავრცელდეს. პირიქით, მოვუწოდებ იმასაც, რომ თუ ვინმე დაარღვევს პირბადის ტარების წესს, პარლამენტის თითოეული წევრი დაჯარიმდეს. თქვენი სულისკვეთებიდან, რაც აქ მოვისმინე, მგონი, ეს მოწოდება უნდა გავაკეთოთ. თუ მიერთდებით, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არანაირი საგამონაკლისი წესი პარლამენტის წევრებზე, განსაკუთრებით ოპოზიციასთან მიმართებით (ხუმრობით, რა თქმა უნდა) არ დაუშვას. შესაბამისად, პირბადის ტარების წესი აი, აქ, დახურულ საჯარო სივრცეში თუ დაფიქსირდება, გამოვიძახოთ პატრული, უზრუნველვყოთ იმის შესაძლებლობა, რომ ამის შესახებ შესაბამის ორგანოს შევატყობინოთ, ამ შემთხევაში, საპატრულო პოლიციას და პარლამენტის წევრები დაჯარიმდნენ. შესაბამისად, მგონი, ამაში ერთიანი ვართ. თუ სხვა საწინააღმდეგიო პოზიცია გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ. ჩვენ ყველა თანაბარ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. ზოგიერთმა კოლეგამ საკითხი წამოჭრა, თითქოს ჩვენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ სპეკულაციას რომ არ ჰქონდეს ადგილი, აბსოლუტურად ყველამ დავიცვათ წესი. ჩვენ ისედაც ვიცავთ ამ რეკომენდაციებს, აბსოლუტურად ყველას გვაქვს პირბადე, „ქართული ოცნების“ გუნდზე მაქვს ახლა საუბარი, სხვებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტრიბუნასთან ვართ. ამიტომ, არავითარი გამონაკლისი პარლამენტის წევრთან მიმართებით დახურულ საჯარო სივრცეში, პარლამენტის შენობაში არ იყოს“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა