არჩილ თალაკვაძე - კანონში მითითებული იქნება, რომ მთავრობა განსაზღვრავს ეპიდსიტუაციის მიხედვით იმ სივრცეებს, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო  გახდება

კანონში ხდება დაკონკრეტება, რომ იმ ლოკაციებს, სად უნდა იყოს პირბადის გამოყენება სავალდებულო, განსაზღვრავს მთავრობა ან შესაბამისი სამინისტრო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პირბადის გამოყენების წესის შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, კანონში ჩაიწერება, რომ პირბადის ტარების მოთხოვნა გავრცელდება დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხოლო კონკრეტულ დაწესებულებებს და ვადებს განსაზღვრავს მთავრობა.

„კანონში ხდება დაკონკრეტება, რომ იმ ლოკაციებს, სად უნდა იყოს პირბადის გამოყენება სავალდებულო, განსაზღვრავს მთავრობა ან შესაბამისი სამინისტრო. ჩვენ ზოგადი პრინციპების დონეზე ვწერთ კანონში, რომ ეს შეეხება დახურულ საჯარო სივრცეებს, სადაც დღის განმავლობაში გენერიდება ადამიანებს შორის კონტაქტების ძალიან დიდი რაოდენობა და მეორე - საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ეს საკმაოდ კონკრეტული სივრცეებია, რაც კანონში იქნება განსაზღვრული. ამის შემდგომ, თუ რომელ დაწესებულებებს ეხება და რომელ ლოკაციებზე უნდა იყოს გამოყენებული პირბადის სავალდებულო ტარების წესი, ეს უნდა იყოს დაკონკრეტებული მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებაში. ასევე, შეიძლება, რომ ის დროშიც იცვლებოდეს. შეიძლება იყოს რაღაც ლოკალური ეპიდაფეთქება, სადაც ტერიტორიის თუ სივრცის პრინციპით პირბადის გამოყენება იქნება საჭირო. ამ ინიციატივებს მივესალმები მე პირადად,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა