სოფო კილაძე - სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური პირია და თავისი განცხადებებით საქართველოს შიდა საქმეებში ერევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის ოფიციალური პირი და ის თავისი განცხადებებითა და ქმედებებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

კილაძის თქმით, სააკაშვილი მისი განცხადებებით არღვევს კანონს და ჩრდილს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს.

„ოპონენტებისგან ორმაგი და ასმაგი სტანტანდარტები არ გვიკვირს. როცა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, უკრაინის შიდა საქმეებში არ ჩაერიოთო, ახლა გამოდის, რომ უკრაინას მოუწოდებენ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს, რადგან სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელია. ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, საქარყველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეიბუქზე" შემდეგი შინაარსის ვიდეო გამოაქვეყნა.

"არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

სააკაშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო