ირანში კორონავირუსის 2 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 78 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 218 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 180 156-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ვირუსს 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 584-მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით ირანი მეათე ადგილზე დგას მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი შემთხვევების რაოდენობის მატებას ქვეყანაში ტესტირების მასშტაბის ზრდას უკავშირებს და აცხადებს, რომ მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ აქვს. „როდესაც მეტი ტესტი ტარდება, ბუნებრივია, რომ მეტი შემთხვევის იდენტიფიცირება ხდება,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო