დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ასფალტის პირველი ფენა დააგეს

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის პირველი ფენა დააგო.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მე-6 კორპუსიდან მე-2 კორპუსამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჯამში, 3 180 კვ.მ ფართობზე ასფალტი დაიგო, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე, ტროტუარზე.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მოეწყო 1 100 გრძ.მ ბორდიური. სამუშაოებისთვის, რომელსაც დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბიემსი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს