ელენე ხოშტარია - გიორგი რურუას საპატიმროში დატოვების არავითარი საფუძველი, არ არსებობს, პოლიტიკურად ეს არის გზავნილი, რომ არ სურთ 8 მარტის შეთანხმების შესრულება და ნორმალური არჩევნების ჩატარება

პოლიტიკურად ეს არის გზავნილი, რომ არ უნდათ ნორმალიზება, 8 მარტის შეთანხმების შესრულება და ნორმალური არჩევნების ჩატარება , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, გიორგი რურუას კვლავ პატიმრობაში დატოვება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

„სამართლებრივად ეს არის ნონსენსი. უბრალოდ, წარმოუდგენელია, დაკავების საფუძველიც ხომ არ არსებობდა, საქმეც ხომ აბსოლუტურად არარსებულია, ყოველ პროცესზე თითო-თითო ტყუილში იჭერენ ადვოკატები პროკურატურას, მაგრამ ბრალდების მოწმეების ამოწურვის შემდეგ, საპატიმროში დატოვების არავითარი საფუძველი, გარდა პოლიტიკურისა, არ არსებობს. პოლიტიკურად ეს არის გზავნილი, რომ მათ არ უნდათ ნორმალიზება, 8 მარტის შეთანხმების შესრულება და ნორმალური არჩევნების ჩატარება. მესამე, ეს არის საერთაშორისო პარტნიორების პირდაპირი შეურაცხყოფა, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ, რომ გიორგი რურუა სწრაფად უნდა გამოუშვან და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, ამის წინააღმდეგ მიდიან. ეს არის წარმოუდგენელი გამოწვევა ყველა მიმართულებით, რაც განწირულია მარცხისთვის. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად მოხდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოს სანაცვლოდ არ შეეცვალა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა