ევროკომისია ევროკავშირის გარე საზღვრების 1-ელი ივლისიდან ეტაპობრივად გახსნის პირობებს ასახელებს

ევროკომისიამ დღეს შენგენის წევრსა და ასოცირებულ სახელმწიფოებს რეკომენდაციით მიმართა, გარე საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვები 1-ელი ივლისიდან ეტაპობრივად, გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხსნან, - ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სამგზავრო შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმ ქვეყნებში, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები ერთობლივად შეარჩევენ დადგენილი ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები მოიცავს ამა თუ იმ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას, მოგზაურობის დროს ვირუსის გავრცელების შესაჩერებელი ზომების გამოყენების შესაძლებლობასა და ისეთი წყაროების მონაცემების გათვალისწინებას, როგორიცაა დაავადების კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

რეკომენდაციების თანახმად, ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმოსვლაზე შეზღუდვა შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს, თუკი ეს ქვეყანა წარმოდგენილ კრიტერიუმებს მომავალში ვეღარ დააკმაყოფილებს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ჩასვლა ამ ეტაპზე აკრძალულია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო