რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს მადლობის სიგელები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ COVID-19-ის პანდემიის დროს, საველე პირობებში, საოკუპაციო ხაზთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის და ჯვარის დევნილთა ამბულატორიის ხელმძღვანელებს და სამედიცინო პერსონალს მადლობის სიგელები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომლებმაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

შეხვედრაზე ასევე აფხაზეთის პოლიკლინიკების გაძლიერებისა და სამომავლოდ სერვისების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა