კელი დეგნანი კონგრესმენების ანგარიშზე - ეს წერილი არ მინახავს, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როდესაც კონგრესის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით კომუნიკაცია ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თვალს ადევნებენ ქვეყანას, ზრუნავენ საქართველოზე, აღიარებენ მის მნიშვნელობას და სურთ, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს.

კელი დეგნანის თქმით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

„ეს წერილი არ მინახავს, რადგან გორში ვიმყოფებოდი და მას დეტალურად არ ვიცნობ. რაც ვიცი არის ის, რომ როდესაც წარსულში ადგილი ჰქონდა კომუნიკაციას კონგრესის მხრიდან, ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ისინი თვალს ადევნებენ საქართველოს, ზრუნავენ საქართველოზე, აღიარებენ მის მნიშვნელობას და სურთ, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. სატრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, აბსოლუტურად არსებითია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ ამ პარტნიორობის მშენებლობისა და თანამშრომლობისთვის ძალიან ბევრი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ამის კარგი მაგალითია. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის დასაძლევად და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად წითელი ჯვრისა და სხვადასხვა სააგენტოების დახმარებით, რათა უზრუნველვყოთ საგანგებო მდგომარეობის წარმატებული მენეჯმენტი, რათა შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური განვითარება, რომელიც საქართველოს სურს და სჭირდება.

ეს წერილი არ მინახავს, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“ , - განაცხადა კელი დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა