ოლივერ ვარჰელი - საქართველოში რეფორმების ჯერ კიდევ ვრცელი ჩამონათვალია განუხორციელებელი და ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გვსურს, რათა მათი განხორციელება მოხდეს

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰელის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ რეფორმების ვრცელი ჩამონათვალია განსახორციელებელი.

მისი თქმით, ევროკავშირი ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს ქვეყანას ამ რეფორმების განხორციელების პროცესში. ოლივერ ვარჰელმა აღნიშნული განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის დასრულების შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, რომ ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას იმ ქვეყნებს, ვისაც ჩვენთან მეტი თანამშრომლობა სურთ, რომ ჰქონდეთ კიდეც მეტი თანამშრომლობა, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია. ჩვენ გვსურს ადგილზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. საქართველოში, ჩემი აზრით, რეფორმების ჯერ კიდევ ვრცელი ჩამონათვალია განუხორციელებელი და ჩვენ გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რათა მათი განხორციელება მოხდეს. ჩვენ განვახორციელებთ აუცილებელ დახმარებას ამ მიმართულებით მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, თუ საქართველოს სურს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების უფრო სწრაფი იმპლემენტირება, ჩვენ ასევე მზად ვართ ამის გასაკეთებლად. როგორც უკვე ვთქვი, ყველა შესაძლებლობა წარმოდგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის, რათა მეტად იყვნენ ჩართულები და ჩვენ მზად ვართ, რომ მეტად ვიყოთ ჩართულები ასევე“ , - განაცხადა ოლივერ ვარჰელმა.

მისივე თქმით, საუკეთესო გზა საქართველოსთან მუშაობის გასაგრძელებლად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაა.

„ეს შეთანხმება იძლევა საშუალებას ევროკავშირის კანონმდებლობის 70-80%-ის იმპლემენტირების, რაც კარგი საშუალებაა საქართველოსთვის და ყველაზე სწრაფი გზაა ინტეგრაციისთვის. საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვმუშაობთ განათლების, რეფორმაზე სამუშაო ადგილების შექმნაზე და ვმუშაობთ ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. ამიტომ სამუშაო კიდევ საკმაოდ ბევრი გვაქვს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო