გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ინფიცირების რიცხვი აჩვენებს, რომ სიტუაცია არამდგრადი რჩება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაღალი რაოდენობა აჩვენებს, რომ გერმანიაში სიტუაცია კვლავ არამდგრადი რჩება.

„ჩემი აზრით, გერმანიაში ინფიცირების რიცხვი აჩვენებს, რომ სიტუაცია არამდგრადი რჩება და ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ შეზღუდვების შემსუბუქებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსი არ გამქრალა და თუკი ჩვენ უპასუხისმგებლოდ ვიმოქმედებთ, ასევე, სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ მოქმედ ზომებს, კვლავ მივიღებთ მზარდ რიცხვებს. ეს კი უკვე მოხსნილი ზომების კვლავ შემოღების აუცილებლობამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მაასმა.

მისივე თქმით, გერმანიას მჭიდრო კონტაქტი აქვს ევროკავშირს მიღმა ქვეყნებთან მათ შორის თურქეთთან, იმის თაობაზე შეიძლება, მოიხსნას თუ არა კორონავირუსის გამო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.

მაასის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებული იქნება ისეთ ფაქტორებზე, როგორებიც არის ინფიცირებულთა რაოდენობა და ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემების მოცულობის დონე.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ხუთშაბათის მონაცემებით, დაინფიცირებულთა რიცხვი გერმანიაში კიდევ 555-ით გაიზარდა და ჯამში 185,416-ს მიაღწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო