ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად ერთთვიან პროცედურას იწყებენ

ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად ერთთვიან პროცედურას იწყებენ.

ევროჯგუფის ახალი პრეზიდენტი ამჟამინდელ ხელმძღვანელს - პორტუგალიის ფინანსთა მინისტრ მარიო ჩენტენოს ჩაანაცვლებს. მარიო ჩენტენო პოსტს ივლისში დატოვებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, შესაძლო კანდიდატებს შორის ესპანეთის, ლუქსემბურგის და ირლანდიის ფინანსთა მინისტრები სახელდებიან. ევროზონის მაღალჩინოსნები ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად ესპანეთის წარმომადგენელს ასახელებენ, რომელსაც გერმანიის მხარდაჭერაც აქვს.

ევროჯგუფი ევროს ვალუტაში შემავალ 19 ქვეყანას აერთიანებს, მისი ხელმძღვანელი კი ფინანსთა მინისტრების ყოველთვიური შეხვედრების დღის წესრიგს განსაზღვრავს.

ხელმძღვანელს ორგანიზაცია ორწელიწადნახევრიანი ვადით ირჩევს. პრეზიდენტობის კანდიდატმა 19-დან 10 ფინანსთა მინისტრის მხარდაჭერა მაინც უნდა მოიპოვოს. კენჭისყრისას ყველა ქვეყანას თითო ხმა აქვს. მომავალ კვირებში წევრი ქვეყნები საკუთარ კანდიდატებს წარმოადგენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო