პაატა იმნაძე - ჩვენ ხელშია ყველაფერი, თუ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ადვილად დავძლევთ, ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა

ჩვენ ხელშია ყველაფერი, თუ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ადვილად დავძლევთ, ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო. დროულად მოხდა როგორც ჩაკეტვა, ასევე გახსნა.

მან ისაუბრა კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლო გამეორების შემთხვევაზე და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც დაიწყება რესპირატორული დაავადებების სეზონი, ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა გადაიტვირთოს.

"შემოდგომის დასასრული როცა იწყება, ყველა რესპირაციული დაავადების სეზონი, ძალიან მაღალი ალბათობაა იმისა, რომ კორონა განმეორდეს. წარმოიდგინეთ, არამარტო კორონა არამედ, გრიპიც რომ იქნება, სხვა რესპირატორული დაავადებებიც იქნება, როგორ შეიძლება, რომ ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთოს. ხალხი რატომ იღუპებოდა საფრანგეთსა და იტალიაში, რა ცუდი მედიცინა აქვთ?-არა, უბრალოდ, სისტემა იყო გადატვირთული და ვერ უმკლავდებოდა ყველა ადამიანის დახმარებას. ეს მოუვიდა მსოფლიოში ერთ-ერთი განვითარებული ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებს", - აღნიშნა იმნაძემ.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.

"ჩვენ ხელშია ყველაფერი. მოვუვლით ჩვენ თავს, პატარა შეზღუდვებს, რომელიც დისკომფორტს გვიქმნის, შევეგუებით, ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, კორონავირუსს ადვილად დავძლევთ. ვერ ვისწავლით და კორონა მოგვერევა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა