დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრების წინააღმდეგ ეკონომიკური და სავიზო სანქციების დაწესების შესაძლებლობას იძლევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სააღსრულებო განკარგულებას, რომელიც სანქციებისა და დამატებითი სავიზო შეზღუდვების შესაძლებლობას იძლევა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრებისთვის.

როგორც CNN-ი წერს, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან მცდელობას, რომ ხელი შეუშალოს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისა და სადაზვერვო მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ გამოძიებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ავღანეთში ამერიკის შეიარაღებული ძალების, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს CIA და "თალიბანის" მიერ შესაძლო ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების შესახებ გამოძიების დაწყებისთვის 5 მარტს სანქცია გასცა.

ტრამპმა სააღსრულებო განკარგულებას, რომელიც მიმართულია ამ გამოძიებაში უშუალოდ მონაწილე პირებისკენ, ხელი დღეს მოაწერა.

„ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისა და ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის მტკიცე ვალდებულების ფარგლებში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ეკონომიკური სანქციების შესახებ განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამდებობის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ნებისმიერი სახის ძალისხმევაში, აშშ-ის თანხმობის გარეშე გამოძიება ან სამართლებრივი დევნა აწარმოონ ამერიკელების მიმართ“, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკენანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვების გაფართოების სანქციაც გასცა.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო