ალექსანდრ ლუკაშევიჩი - საქართველოს და უკრაინის ბიოლაბორატორიებში ტარდება დახურული ექსპერიმენტები განსაკუთრებულად საშიში პათოგენებით, საგანგაშოა ინფორმაცია საეჭვო პრეპარატების გამოცდის შესახებ - გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა „იხარშება“

მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტიურობით ორმაგი დანიშნულების ლაბორატორიებში, რომლებიც განთავსებულია უკრაინასა და საქართველოში. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.

„მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, საქართველოს და უკრაინის ბიოლაბორატოერიებში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გარდა, ტარდება დახურული ექსპერიმენტები განსაკუთრებულად საშიში პათოგენებით, მათ შორის ჭირისა და ჰემორაგიული ცხელების ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუტანტურ ფორმებს, ვირუსების მოდიფიცირებას და მათი დაინფიცირებულობის ამაღლებას. საგანგაშოა ინფორმაცია საეჭვო პრეპარატების გამოცდის შესახებ, რომლებსაც ამერიკელი სამხედრო ექიმები ქართველებზე ცდიდნენ, ასევე ადამიანური ბიომასალის შეგროვება გარკვეული „საცდელი მიზნებისთვის“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მისი თქმით, მოსკოვი ამაში ხედვას ამერიკის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას კვლევისა და ბიოტექნოლოგიების შემუშავების ნაწილში, რომლებიც დაფიქსირებულია 1986 წლის ეუთოს ვენის შეხვედრის დოკუმენტში.

„უცხოელი სამხედრო ბიოლოგების მიერ რუსეთის მოსაზღვრედ ექსპერიმენტების ჩატარება იწვევს ჩვენ კანონიერ შეშფოთებას, მათ შორის, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესრულების კონტექსტში. დარწმუნებული ვართ, ჩვენ ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ, სინამდვილეში, რა „იხარშება“ ამერიკის ბიოლაბორატორიებში“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო