მსოფლიოში კორონავირუსის 7 595 646 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 423 811 და გამოჯანმრთელებულია 3 841 331 ადამიანი

მსოფლიოში კორონავირუსის 7 595 646 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 423 811 და გამოჯანმრთელებულია 3 841 331 ადამიანი, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, დაინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობის მიხედვით აშშ ლიდერობს, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, აქედან დაღუპულია 116 000-ზე მეტი და გამოჯანმრთელებულია - 816 086 პაციენტი.

მეორე ადგილზე ბრაზილია დგას 805 649 დაინფიცირებულითა და 41 058 გარდაცვლილით, კორონავირუსისგან კი ქვეყანაში დღემდე 396 692 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

დაინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით მესამე ქვეყანაა რუსეთი, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა 500 000-ს გადააჭარბა, აქედან დაღუპულია 6 532 და გამოჯანმთელებულია 261 150 ადამიანი.

ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობით გაერთიანებულ სამეფოს ინდოეთმა გადაუსწრო, სადაც პანდემიის გავრცელების დღიდან 298 283 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან დაღუპულია - 8 501 და გამოჯანმრთელებულია 146 972 პაციენტი.

კოვიდ 19-ის შემთხვევების რაოდენობით მეხუთე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, სადაც 291 409 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 41 279-ია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა