დონალდ ტრამპი ჰააგის სასამართლოს თანამშრომლებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებზე სანქციების დაწესების ბრძანება გასცა.

მედიის ინფორმაციით, ეკონომიკური და მოგზაურობასთან დაკავშირებული სანქციები შეეხებათ სასამართლოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ავღანეთში აშშ-სა და მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცების მიერ ომის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტის გამოძიებაში.

სანქციები ითვალისწინებს სასამართლოს თანამშრომლების ფინანსური აქტივების დაბლოკვას და მათთვის და მათი უახლოესი ნათესავებისთვის აშშ-ში შესვლაზე აკრძალვიდ დაწესებას.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლოს მოქმედებები ამერიკელ ხალხზე თავდასხმაა და ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

ცნობისათვის, ჰააგის სასამართლო 2002 წელს შეიქმნა და ის იძიებს გენოციდის ფაქტებს, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტია საერთაშორისო ხელშეკრულება – 1998 წლის რომის სტატუტი, რომელიც რატიფიცირებულია 123 სახელმწიფოს მიერ.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპი ჰააგის სასამართლოს თანამშრომლებს სანქციებს უწესებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს