სიეტლის მერი - ერთი რამ, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ვერასდროს გაიგებს ისაა, რომ საზოგადოების მოსმენა სიძლიერეა და არა სისუსტე

სიეტლის მერი ჯენი დერკანი აცხადებს, რომ დემონსტრანტების დასაშლელად ქალაქში ფედერალურ ჯარებს არ დაუშვებს.

„სიეტლში შეჭრისა და ძალადობის წახალისების საფრთხე არა მხოლოდ არასასურველია, არამედ უკანონო, ”- განაცხადა დერკანმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების უმრავლესობა მშვიდობიანია.

„ერთ-ერთი რამ, რასაც ეს პრეზიდენტი ვერასდროს გაიგებს არის ის, რომ საზოგადოების მოსმენა სისუსტე არ არის, ეს სიძლიერეა,“- განაცხადა მერმა.

აღნიშნული განცხადებებით ჯენი დერკანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ „სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა“ აიღეს და თუკი შტატისა და ქალაქის ხელისუფლება ქალაქს არ „დაიბრუნებდნენ“ პრეზიდენტი თავად იმოქმედებდა.

ცნობისათვის, სიეტლში რამდენიმე დღეა ანტირასისტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტთა ნაწილი ქალაქის მერიის ტერიტორიაზე შეიჭრა და მერის გადადგომა მოითხოვა. რამდენიმე საათის წინ კი აქციის მონაწილეებმა სიეტლის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი შენობის წინ აღმართული პოლიციის ბარიკადები ჩამოხსნეს და თავიანთი ბარიკადები აღმართეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო