სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სპეციალიზაციის კურსი გაიარეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩაუტარდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სწავლების მიზანი გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების, საერთაშორისო მიდგომებისა და სტანდარტების გაცნობა იყო.

„სწავლება დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა. სასწავლო პროცესში სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პირადად ჩაერთო. მასთან ერთად, ტრენინგს დარგის სპეციალისტები: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე და ბავშვთა დაცვის ექსპერტი ლადო ჯავახიშვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე უძღვებოდნენ. კურსის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდათ და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სპეციალიზაციის პროცესი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებულ გამომძიებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,-ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს