ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ერთმანეთს COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ერთმანეთს COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა. მხარეებმა ერთმანეთს COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ლევან კაკავამ ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ასევე სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახური აქტიურად არის ჩართული მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების აღსრულების პროცესში. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას შეფერხება არ შექმნია.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეფექტურად მიმდინარეობს კონტროლის აღსრულების პროცედურები. დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს. პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივეთ საბაჟო კონტროლის შეზღუდვები, რათა სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს ტვირთების გადაადგილება“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიაში მიმავალი სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს გავლით მოძრაობდა.

„მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება საგრძნობლად არის მომატებული. თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიის მიმართულებით გადაადგილება საბაჟო გამშვები პუნქტის ,,კარწახის“ გავლით ხდებოდა, შესაბამისად გასულ წელთან შედარებით ტრანზიტული გადაზიდვები გაზრდილია“,- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა თურქეთის მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყოველი ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებისთვის. ვიდეოკონფერენციას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო