ირაკლი სესიაშვილი - როცა საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს, ოპოზიციას გამბედაობა უნდა შესწევდეს, ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადოს

როცა საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის თავდაცვა ეროვნული ინტერესია, ოპოზიციას პოლიტიკური გამბედაობა უნდა შესწევდეს, ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადოს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ისინი თავდაცვის მინისტრის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრებიან.

ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრისგან საინტერესო ანგარიშს ელოდება.

"ზოგადად, თავდაცვის მინისტრის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში არის საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე ეს არის რუსული ოკუპაცია, ჩვენი მთავარი მიზანი არის ნატო-ში გაწევრიანება და ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის ძალები არის მნიშვნელოვანი ფლაგმანი. მინისტრი ღარიბაშვილი პირველივე დღიდან ძალიან აქტიურად ჩაერთო ახალი რეფორმების განხორციელების საქმეში. მინისტრმა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში ისაუბრა გეგმებზე, რაც თავდაცვის სამინისტროს გააჩნია და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ამბიციური გეგმები. იქნება კითხვები, მოსაზრებები, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე ფიქრი და მსჯელობა. საინტერესო იქნება ეს ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ესწრება. მე მიმაჩნია რომ ქვეყანაში, რომელსაც ასეთი ტიპის გამოწვევები და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მიმართულებით და ოპოზიცია არ ესწრება სრულად, ეს არის არასწორი. როცა საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის თავდაცვა ეროვნული ინტერესია, აქ უნდა მოახერხონ, პოლიტიკური გამბედაობა უნდა შესწევდეთ ვიწროპოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადონ,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სესიაზე "მინისტრის საათის ფორმატში" მოუსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა