ქეთევან ციხელაშვილი - მავთულხლართები იგება, თუმცა კონტაქტები მაინც იზრდება - ჩვენ კონკრეტული შედეგები უკვე დავდეთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის პოსტზე თითქმის 4-წლიანი მუშაობის პერიოდს აჯამებს.

როგორც ციხელაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, მავთულხლართების აგების და ამ პროცესის გაგრძელების მიუხედავად, ხალხთა შორის კონტაქტები იზრდება, რაც ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, კონფლიქტების დარეგულირების კუთხით მთავარი შედეგია ისიც, რომ ბორდერიზაციის მიუხედავად, „ჩვენ გვაქვს მშვიდობა“.

„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, რთული, მაგრამ პროდუქტიული წლები იყო. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო ალბათ, ერთი ცხოვრებისთვის ასეთ სფეროში სამუშაოდ, რომელიც მართლა ძალიან საპატიოა, ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს და სამსახურზე მეტიც კია. აუცილებელია შინაგანი რწმენა იმის, რასაც აკეთებ. მე მართლა მჯერა, რომ ეს შედეგები მიღწეული იქნება. ამ რთულ გზაზე ჩვენ გარკვეული და ძალიან კონკრეტული შედეგები უკვე დავდეთ.

ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც შეიძლება ხშირად არის აღქმული, როგორც მოცემულობა, ესაა, ის, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა. პირობითია ეს მშვიდობა, როცა ბორდერიზაცია მიდის, პროვოკაციებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მშვიდობა და ეს არ არის ჩვეულებრივი რამ, როცა ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში. ეს არ არის ჩვეულებრივი მოცემულობა, როცა ყოველთვიურად და კვირეულად სხვადასხვა სახის პროვოკაციაა ჩვენს ტერიტორიაზე, იქნება ეს მავთულხლართების გაბმა თუ ამ წლების განამვლობაში ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, დაკავებები, ეს არის მუდმივად პროვოცირება და ესკალაცია. როცა ხდება ამ პირობებში მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის შრომის შედეგი, პოლიტიკის შედეგი და ეს შედეგი უნდა დავინახოთ.

მეორე - ქვეყანას ეძლევა წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის მოგვარებისთვის გასაღებია. აუცილებელი და ძალიან კონკრეტული შედეგი არის ის, რომ მავთულხლართები მაგრდება, იგება, თუმცა კონტაქტები მაინც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს მავთულხლართების აგებას, ე.წ. გადასასვლელებს კეტავს და საერთოდ ამოქოლა ცხინვალის რეგიონი, კონტაქტები მაინც იზრდება. ეს არის ძალიან კონკრეტული შედეგი. ამის ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტული, კომპლექსური და ხელშესახები სამშვიდობო გეგმაა. ის არამხოლოდ სურვილებსა და დეკლარაციებს გამოხატავს, არამედ რეალურად კანონით გეუბნება, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გზით. ასევე, განათლების უკეთესი შესაძლებლობლების მიწოდებით და სხვადასხვა სერვისისა და სიკეთის გაზიარებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის“, - აღნიშნავს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ციხელაშვილი, რომელიც მინისტრის პოსტზე მუშაობას ასრულებს და მომავალი კვირიდან დიპლომატიურ სამსახურში გადაინაცვლებს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია