მუშაობის ხარისხზე კონტროლს “საქპატენტში” შიდა აუდიტი განახორციელებს

საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“, კონტროლის ახალი მექანიზმი შემუშავდა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს.

უწყების სტრუქტურაში გატარებული ცვლილების შედეგად, რამდენიმე დღეა ფუნქციონირება დაიწყო შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, რომელიც საქმიანობას დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების სრული დაცვით განახორციელებს.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ერთ-ერთ მოთხოვნას სწორედ შიდა აუდიტის სუბიექტების საჯარო სექტორში იმპლემენტაცია წარმოადგენს. ახალი სტრუქტურული ერთეულის მიზანია რისკის ოპტიმალურ დონემდე შემცირება, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. საქპატენტის ხელმძღვანელობის მხრიდან ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნას საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც 2019 წლის აუდიტის ანგარიშში აქცენტი შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებაზე, დანერგვაზე და შენარჩუნებაზე გაკეთდა. დეპარტამენტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების ირგვლივ რეაგირების მონიტორინგი. შიდა აუდიტის დეპარტამენტთან დაკავშირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: audit@sakpatenti.gov.ge ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა