ვახტანგ გომელაური მეხანძრე-მაშველებს - გულით გეუბნებით, ერთ-ერთი საამაყო, წარმატებული სამსახურია - როდესაც ვინმეს გადავარჩენთ, ამაყი დავდივარ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებსა და მეხანძრე-მაშველებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წარმატებებს, ყოველთვის ჯანმრთელები დაბრუნებულიყავით თქვენს ოჯახებში. მეხანძრე-მაშველი არის ნომერი ერთი, რომელსაც ყველა მოქალაქე პატივს სცემს, ყველას უყვარს.

ძნელია, მესმის, რთულია, ჩვენც ძალიან განვიცდით, პირდაპირ, გულით მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა ღონისძიებაზე ბატონი თემური ინფორმაციას მაწვდის, ფოტოებით, რა მდგომარეობაც არის და მე, რა თქმა უნდა, ბატონ პრემიერს ვაყენებ საქმის კურსში. როცა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვთქვათ, დიდი ხანძარია, ან მყვინთავები სიცოცხლის გადარჩენაზე მუშაობენ ყველა განვიცდით და როცა დამთავრდება, ნამდვილად ბედნიერები ვართ.

ასე რომ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. მართლა გულით გეუბნებით, ერთ-ერთი საამაყო, წარმატებული სამსახურია. როდესაც გადავარჩენთ ვინმეს, ამაყი დავდივარ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე.

უწყების ცნობით, ღონისძიებას მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა სამსახურში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ინფორმაცია მოისმინა.

მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლის დროს გაწეული სამსახურისთვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 თანამშრომელი დააჯილდოვა.

სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი დაჯილდოვდა მეორე ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“. მედალი -„მამაცობისთვის“ გადაეცათ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს - ანდრე ქუჯაიძესა და ლაშა თვაურს. ასევე დაჯილდოვდნენ მეხანძრე-მაშველები: იოსებ მორჩანოვი, იური ლაშქარაშვილი, გიორგი კვაჭანტირაძე, სერგო მურჯიკნელი, ალექსი მახათაძე ედიშერ მარსაგაშვილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორს, გვანცა ჩადუნელს გადაეცა მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო