თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევებით, ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხი ბექაიას განცხადებით, კლინიკაში ჩატარებული კვლევებიდან ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მეორეზე კი ტესტმა „საეჭვოდ დადებითი“ პასუხი აჩვენა. როგორც ბექაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ტრაილერის მძღოლია. მისივე თქმით, ორივე პაციენტი მცხეთის კლინიკაშია გადაყვანილი.

„გუშინ ჩატარებული კვლევებიდან ერთ პაციენტზე მოვიდა დადებითი პასუხი და მეორე პაციენტზე საეჭვოდ დადებითი. დადებითი პასუხია ტრაილერის მძღოლზე, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას საზღვრის კვეთის დროს სწრაფი ტესტით დაუფიქსირდა დადებითი და შემდგომ PCR კვლევითაც დადასტურდა. ეს პაციენტი სადახლოდანაა გადმოყვანილი. რაც შეეხება საეჭვოდ დადებით პასუხს, არის 30 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მნიშვნელოვანი ეპიდანამნეზი არ გაჩნია ანუ არ აქვს საზღვის კვეთა, არ აქვს დაინფიცირებულთან კონტაქტი. ორივე პაციენტი გადაყვანილია მცხეთის კლინიკაში. ამჟამად კლინიკაში 53 პაციენტი იმყოფება. ამ ეტაპისათვის 27 პაციენტზეა ტესტი ასაღები“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე