საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევა­ნ დავითაშვილმა, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

,, ჩემს სამაჟორიტარო რაიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამჯერად, ვაზისუბნის 3მ/რ-ის მე-2 კვარტლის მე-15, მე-16 კორპუსების მიმდებარედ გზის განახლება-აღდგენით სამუშაოებს გავეცანით, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია როგორც ახალი ასფალტის საფარის დაგება, ისე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და რეაბილიტაცია. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც პატარიძის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება"- განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა