თსუ-ს კანცლერის ინფორმაციით,  უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის "კოვიდ 19"-ით დაინფიცირების წყარო დადგენილი არ არის, მისი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ლაშა საღინაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან, 2 პირდაპირი და 10 ირიბი კონტაქტის შემთხვევაა დაფიქსირებული და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მისივე თქმით, ინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ არის, თუმცა მას გარკვეული თანმდევი დაავადებები აღენიშნება.

„დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კვირაში ერთხელ, მხოლოდ 2-3 საათით გამოდიან სამსახურში თავისი საქმიანობის შესასრულებლად, შესაბამისად კონტაქტების რაოდენობა ძალიან მცირეა. უშუალოდ ინფიცირებული შენობაში 9 დღის წინ იმყოფებოდა. მისი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, მიწოდებულია შესაბამისი სამსახურებისთვის, ყველასთან ჩატარებულია PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან. პირდაპირი კონტაქტი იყო 2, ირიბი კონტაქტის 10 შემთხვევაა გამოვლენილი და ეს პირებიც თვითიზოლაციაში არიან. ინფიცირებულ ქალს საპენსიო ასაკი აქვს, მისი დაინფიცირების წყარო, როგორც ჩემთვის ცნობილია, დადგენილი არ არის და ამასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ თსუ-ში წყარო აღმოჩენილი არ არის. ამ ეტაპისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ არის, მაგრამ მას გარკვეული თანმდევი დაავადებები აღენიშნება, შესაბამისად მაინც საყურადღებოა“, - განაცხადა ლაშა საღინაძემ.

იხილეთ ვიდეო: თსუ-ს კანცლერის ინფორმაციით, უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის "კოვიდ 19"-ით დაინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა